რასიზმი ფეხბურთში

მანჩესტერის ფანების ლუკაკუსადმი მიძღვნილ სიმღერას "რასისტულს" უწოდებენ

Reuters

დისკრიმინაციასთან მებრძოლმა ჯგუფმა Kick It Out საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედს მიმართა თხოვნით მოუწოდონ კლუბის ფანებს "რასისტული" სიმღერის შეწყვეტისკენ. სიმღერა მანჩესტერის ბელგიელ ფეხბურთელს, რომელუ ლუკაკუს ეძღვნება.

ჯგუფის აზრით სიმღერის ტექსტი ლუკაკუს "24 ინჩიანი პენისის" შესახებ "შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციის შემცველია". "რასისტული სტერეოტიპები არასდროსაა მისაღები, მნიშვნელობა არ აქვს მიზანი მხარდაჭერის დაფიქსირებაა თუ არა." ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

კლუბის თქმით ამ საკითხზე ისინი Kick it Out-თან კავშირს დაამყარებენ.

კომენტარები