20 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 20 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ჩალისპირების დასახლების, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, ერედვის, ავთანდილის, რამაზის და დავარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის და მიცკევიჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ძოწენიძის, რამაზ ჩხიკვაძის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები