ქარიშხალი ირმა

მილიონერმა მარკ ბელმა ქარიშხალი ირმას დროს 70 ბავშვი სახლში შეიფარა

theguardian.com

მას შემდეგ რაც ქარიშხალმა ირმამ ფლორიდაში შეაღწია, შტატის გუბერნატორმა ხალხს მოუწოდა რომ თუ ევაკუაციის ზონაში იყვნენ თავშესაფარებისთვის უნდა მიეშურებინათ. ამის შემდეგ 70-მა ბავშვა SOS ბავშვების ფლორიდის თავშესაფარს შეაფარეს თავი, მაგრამ რამდენიმე დღეში იქიდან გამოსვლა მოუწიათ.

70 ბავშვის შესახებ გუბერნატორი მილიონერ მარკ ბელს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ბავშვებს თავშესაფრის დატოვება მოუწიათ და წასვლა არსად შეეძლოთ. ბელს ბოკა როტანში 30 მილიონიანი სახლი აქვს, სადაც გადაწყვიტა რომ 70 ბავშვი შეეფერებინა.

"მათ 5 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ დაბანილი, დამშეულები იყვნენ. არასდროს მინახავს ასეთი აღტაცებული ბავშვები პიცის დანახვით. 20 პიცა წამში გაქრა."- ამბობს მარკ ბელი.

სახლში საცურაო აუზი, კინოთეატრი, ბილიარდის ოთახი, ბავშვებისთვის განკუთვნილი ოთახები და პარკებია. ბელმა უზრუნველყო სამედიცინო დახმარება ყველა ბავშვისთვის.

ჯერ ჯერობით ბავშვები ისევ მარკ ბელის სახლში არიან და უცნობია რამდენ ხანს დარჩებიან იქ.

კომენტარები