თვითმართველობის არჩევნები 2017

ელენე ხოშტარია: 4 წლის განმავლობაში შევქმნით 35 000 სამუშაო ადგილს

ტაბულა

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე უმუშევრობის პრობლემასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა.

"ყველა ადამიანს უნდა ღირსეულად და თავისი შრომით ცხოვრება, თავისი ნიჭის რეალიზება, თავიანთი შვილების განათლება და პერსპექტივა. ამიტომ ერთ- ერთი მთავარი დაპირება არის სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში შევქმნით 35 000 სამუშაო ადგილს. საიდან შეიძლება მოვიდეს ეს სამუშაო ადგილები? ყველა ჩვენი პროექტით, მაგალითად სატვირთო რკინიგზის გადატანა, რომელიც დღეს ქალაქს უამრავ პრობლემას უქმნის - ურბანული განვითარების, გარემოს დაბინძურების, გადაადგილების. მხოლოდ სატვირთო რკინიგზის გადატანით ჩვენ გვექნება მობილური ურბანული განვითარება, ცენტრალური პარკი, საფეხმავლო სივრცეები, საოფისე ცენტრები, სავაჭრო ცენტრები, მხოლოდ ეს შექმნის დაახლოებით 10 000 სამუშაო ადგილს 4 წლის განმავლობაში."- თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები