ხოშტარია:უნდა გაჩნდეს მანქანის ალტერნატივა, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ელენე ხოშტარია

"ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა. ელენე ხოშტარიას თქმით, ქალაქში უნდა გაჩნდეს მანქანის ალტერნატივა.

"ჩვენ პრაქტიკულად მანქანებში როდესაც ვსხედვართ, ვართ სულ საცობში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს, ფეხით ვერ გადაადგილდები უამრავი წინაღობაა, აღარაფერს ვამბობ შშმ პირებზე, რომლებიც გარიყულები არიან საზოგადოებიდან. გთავაზობთ კომპლექსურ სატრანსპორტო რეფორმას, რომელიც აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ ქალაქში გაჩნდეს მანქანის ალტერნატივა, ანუ განვითარეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს პირველ რიგში გულისხმობს ავტოპარკის განახლებასა და შევსებას. დღეს ჩვენ გვაქვს 500-მდე ავტობუსი და გვჭირდება 800 ავტობუსი, ჩვენ ამას აუცილებლად შევავსებთ. ქალაქში გვჭირდება ტრამვაი, რომელიც იქნება ეკოლოგიურად სუფთა და საშუალებას მოგვცემს დიდი ტევადობის მქონე 10 ავტობუსის რაოდენობის მგზავრი გადაიყვანოს. ამასთან ერთად გამოვიყნებეთ საბაგიროს, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ყველა ეს პროექტი ასევე მოგვცემს საშუალებას შევამციროთ გარემოს დაბინძურება."- თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები