ელენე ხოშტარია: უნდა მოვუაროთ მწვანე საფარს, შევქმნათ სარეკრეაციო სივრცეები

ევროპული საქართველო

ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე თბილისში მწვანე საფარის მოვლაზე და სარეკრეაციო სივრცეების შექმნაზე ისაუბრა.

"ჩვენ უნდა მოვუაროთ მწვანე საფარს. გარდა ცენტრალური პარკისა, აუცილებლად უნდა შევქმნათ სარეკრეციო სივრცეები, მოვუაროთ მწვანე საფარს, რომელიც ქალაქში უამრავი გაგვაჩნია. მაგალითად, ავჭალაში ვნახე არაჩვეულებრივი მეფუტკრეობის დასახლება, სადაც ყველაფერი ხმება, ამას ჭირდება მისვლა, მიხედვა და მოვლა. ამის შემდეგ ის გახდება ადამიანებისთვის ძალიან სასიამოვნო სარეკრეაციო სივრცე. ასევე ხუდადოვის ტყე, ასევე დენდროლოგიური პარკი, არსებობს უამრავი ადგილი, რომელსაც ჭირდება მოვლა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ადამიანებს უნდა შეეძლოთ იქამდე მისვლა. ამ ყველაფერის შემდეგ ჩვენ ყველა ვიცხოვრებთ ქალაქში, სადაც სიტყვა "ვიხრჩობი" და "ჰაერი არ არის" დასრულდება. თბილისში სრულიად შესაძლებელია პენსიონერები არ ტიროდნენ, ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და გვქონდეს სუფთა ჰაერი."- თქვა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები