მიწისძვრა

მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

CNN.com

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ჯერ-ჯერობით უცნობია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენა ნიეტომ თვითერზე დაწერა, რომ მან საგანგებო სხდომა უკვე მოიწვია, რათა თვალყური ადევნონ სიტუაციას და კოორდინირება გაუწიონ მას. მექსიკაში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა.

თვითერზე ასევე გავრცელდა მეხიკოს ამსახველი ვიდეო მიწისძვრის შემდეგ.

კომენტარები