ნარკოდანაშაული

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკორეალიზატორობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად, ნარკორეალიზატორობის ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 3 შეკვრად დაფასოებული 0,0952 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

გასულ თვეს, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში რამდენიმე სპეცოპერაცია ჩატარდა. ნარკორეალიზატორობის ბრალდებით, ჯამში, ოთხი პირი დააკავეს.

კომენტარები