პატრიოტთა ალიანსი

დაპირისპირება "პატრიოტთა ალიანსის" შიმშილობის აქციაზე - დაკავებულია ბეჟან გუნავა

პატრიოტთა ალიანსი ლაგოდეხის ოფისი / facebook

პარლამენტის ძველ შენობასთან, "პატრიოტთა ალიანსის" წევრების შიმშილობის აქციაზე ბეჟან გუნავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იქამდე, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, "პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შენობაზე ბანერების გაკვრას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბეჟან გუნავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა შიმშილობის აქცია 17 სექტემბერს, აქციის დასრულების შემდეგ დაიწყეს. პატრიოტთა ალიანსი ითხოვს მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას.

კომენტარები