მიწისძვრა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მეხიკოში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა ათეულობით შენობა-ნაგებობა.

მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენა ნიეტოს თქმით, დაინგრა სკოლა, სადაც 20-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა და 30-მდე დაკარგულად ითვლება.

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა გუშინ მოხდა.

კომენტარები