ქართული ოცნება

კომპანიები, რომლის დეკლარაციაში მითითებაც მამუკა მდინარაძეს "გამორჩა"

პარლამენტი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საკუთარი ქონებრივი დეკლარაციიდან გარკვეული ინფორმაცია დამალა, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს, ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევიდან ხდება ცნობილი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მდინარაძე ორ კერძო კომპანიაში დღემდე დირექტორის პოსტს იკავებს: ესენია "მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრი" და "მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილისა და შალვა მშვილდაძის კომპანია."

აღნიშნულ კომპანიებში დირექტორის პოსტზე ყოფნა დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს, რადგანაც კანონმდებლობის მიხედვით დეპუტატს შეუძლია წილები ჰქონდეს კომპანიებში, მაგრამ მას უფლება არ აქვს ჩართული იყოს სამეწარმეო საქმიანობაში და თავად იღებდეს გადაწყვეტილებებს კომპანიის მართვის შესახებ.

მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრის საჯარო რეესტრის ამონაწერი


ფოტო: პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაცია რეტუშირებულია

კომენტარები