უბედური შემთხვევა

გერმანიაში მამაკაცი, რომელსაც პენისი გირში ჰქონდა გაჭედილი, სახანძრომ გაათავისუფლა

ჰიდრავლიკური პრესითა და ელექტროხერხით გადაჭრილი გირი
facebook.com/Feuerwehr-Worms

გერმანიის ქალაქ ვორმსის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც მათ ელექტროხერხისა და ჰიდრავლიკური პრესის გამოყენებით გაათავისუფლეს მამაკაცი, რომელსაც სხეულის "სენსიტიური" ნაწილი 2.5 კგ-იან გირში ჰქონდა გაჭედილი. 

"15 აგვისტოს, პარასკევს დილით ჩვენთან შემოვიდა საკმაოდ უჩვეულო ზარი. ერთ პირს სხეულის საკმაოდ "სენსიტიური" ნაწილი გაჭედილი ჰქონდა 2.5 კილოგრამიან გირში. ხერხისა და ჰიდრავლიკური პრესის გამოყენებით 3 საათის შემდეგ მამაკაცი გავათავისუფლეთ.

პროცესში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეებიც იყვნენ ჩართული.

გთხოვთ, მსგავსი ქმედებები არ გაიმეოროთ"- წერია განცხადებაში.

კომენტარები