ელისო კილაძის შვილის საქმე

სასამართლომ ელისო კილაძის შვილი გაამართლა

facebook.com/eliso.kiladze/

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი გაამართლა. დავით ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა.  

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის შვილი 13 მარტს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მისი ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ხარშილაძე დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო. თავად ელისო კილაძე კი მომხდარს თავის პროფესიულ საქმინობას უკავშირებდა.

ხარშილაძეს წინასწარი პატიმრობა 15 მარტს შეუფარდეს, ხოლო წინასწარი პატიმრობიდან 13 ივლისს გაათავისუფლეს.

კომენტარები