ნარკოდანაშაული

სპეცოპერაციები ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

Getty Images

ფონიჭალაში, ორ სხვადასხვა ადგილას, სპეცოპერაციების შედეგად, ორი პირი დააკავეს. საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

ფონიჭალაში სპეცოპერაცია გუშინაც ჩატარდა, რის შედეგადაც ნარკორეალიზატორობისთვის ერთი პირი დააკავეს. იქამდე, ბოლო რამდენიმე კვირაში, ასევე ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ჯამში ოთხი კაცი დააკავეს.

კომენტარები