ლარის გაუფასურება

ევროსთან მიმართებით ლარი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

ტაბულა

20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 2.9746 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ ოფიციალურ კურსთან 0.8 თეთრით მეტია.

ლარი დღესვე დოლართანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.477 ლარი ღირს, რაც აქამდე მომქედ კურსთან შედარებით 0.4 თეთრით მეტია.

ევროსთან ლარის გაუფასურების წინა ისტორიული მაქსიმუმი 9 სექტემბერს იყო, როდესაც მისი ღირებულება 2.9709 გახდა. 

კომენტარები