პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის მოშიმშილეთა წინ ჭამა-სმის პერფორმანსი გაიმართება

ლიტველების აქცია პრორუსული ლიტველების მოშიმშილეების წინ
დრო მიდის, კადრები კი რჩება

დღეს საღამოს 7:30-ზე პარლამენტის ძველი შენობის წინ ჭამა-სმის ინსცენირებაა დაგეგმილი. აქცია-პერფორმანსი პატრიოტთა ალიანსის შიმშილობის საპირწონედ დააანონსდა, რომლებიც ამ გზით რუსეთთან დიალოგის დაწყებას ითხოვენ. 

Facebook-ზე დააანონსებული ღონისძიების აღწერაში წერია, რომ პერფორმანსის გამართვის მიზეზი პატრიოტთა ალიანსის მოთხოვნებია, რომ დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან და, ამასთან, შეიქმნას NATO-რუსეთ-საქართველოს კავშირი. 

პატრიოტთა ალიანსის წევრები მოსკოვში დუმის დეპუტატებს 2017 წლის ივლისში შეხვდნენ, რის შემდეგაც 17 სექტემბერს აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, 17-მა ადამიანმა დაიწყო შიმშილობა. პარტია მოსკოვში მომდევნო ვიზიტს ოქტომბრის პირველი რიცხვებისთვის აანონსებს. 

კომენტარები