მიწისძვრა

მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა - მიწისძვრას მინიმუმ 230 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

მექსიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, ძლიერ მიწისძვრას მინიმუმ 230 ადამიანი ემსხვერპლა.

დაინგრა ათეულობით შენობა-ნაგებობა, მათ შორის, დაწყებითი სკოლა, სადაც სულ მცირე 21 ბავშვი და 5 ზრდასრული დაიღუპა. მაშველები სკოლის ნანგრევებში მოყოლილების გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა 19 სექტემბერს მოხდა.

კომენტარები