პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია

ნარმანია: პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია წლის ყველაზე ამბიციური პროექტია

თბილისის მერია

პეკინის ქუჩა ოფიციალურად გაიხსნა. თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, „პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ყველაზე მასშტაბური და ამბიციური პროექტია".

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ რეაბილიტირებულ პეკინზე საავტომობილო მოძრაობა არსებულ, ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება. დავით ნარმანიას თქმით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პეკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის გაცალმხრივება გადაადგილების კუთხით ქალაქში დაბრკოლებას არ ქმნის.


ფოტო: თბილისის მერია

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, დავით ნარმანიას თქმით, 23 სექტემბრიდან, პეკინის, კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს.

„ვიცი, რომ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია და გეტყვით, რომ ამ ეტაპზე, ქუჩაზე მოძრაობა არსებულ რეჟიმში გაგრძელდება, რადგანაც ჩვენმა დაკვირვებამ და კვლევამ აჩვენა, რომ მოცემულ სქემას რაიმე სახის დაბრკოლება ქალაქში გადაადგილების კუთხით არ შეუქმნია“- განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები