კიბერშეტევა

შსს: რუსთავი 2-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტი გახსნილია

businessinsider.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმე გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად უწყება ავრცელებს. 

მათივე ცნობით, კიბერშეტევის ჩამდენი პირი თეთრიწყაროს რაიონში მცხოვრები 1999 წელს დაბადებული ე.მ.-ია, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს, რომელზეც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული. 

შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს და ითვალისწინებას ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე ვადით ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას. 

კომენტარები