თრუსოს ხეობაში ქართველ ტურისტებს ეძებენ

for.ge

თრუსოს ხეობაში ქართველ ტურისტებს ეძებენ. საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდა. მათ გზა აერიათ და ხეობიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ ადგილი, სადაც ტურისტები იმყოფებიან, რთულად მისადგომია, თუმცა ვერტმფრენი უკვე გაგზავნეს.

“მეგობრებთან ერთად ვიყავი ყელიწადის ტბაზე, გზა აგვერია და მოვხვდით ისეთ ადგილზე, ვეღარც წინ მივდივართ, ვეღარც უკან - დიდი ხევია, ერთი ადამიანი გვყავს ცუდად. სამაშველო სამსახურში გუშინვე დავრეკეთ, გადავეცით ჩვენი მდებარეობის მონაცემები, მაგრამ ამ დრომდე არავინ მოსულა. გვითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, თქვენ ახვედით და თქვენ თვითონ ჩამოდითო“, - უთხრა ინტერპრესნიუსს ხეობაში ჩარჩენილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

კომენტარები