არჩევნები გერმანიაში

სატირული გერმანული პარტია ამომრჩეველს ერდოღანის მოტაცებას ჰპირდება

Odd Andersen AFP Getty Images

გერმანიის ფედერალურ არჩევნებში სატირული პოლიტიკური პარტია სახელად "პარტია" მონაწილეობს, რომელიც ამომრჩევლებს მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის და რეცეპტით კოკაინის შეძენის ლეგალიზაციას და თურქეთის პრეზიდენტის მოტაცებას ჰპირდება. თავის მანიფესტში "პარტია" ამომრჩევლებს ჰპირდება ისეთი სისტემის შემოღებას, რომელიც გაანულებს რეფერენდუმის იმ მონაწილეთა არჩევანს, ვინც ვერ უპასუხებს ისეთ მარტივ შეკითხვებს, როგორიცაა "რა არის პარიზის დედაქალაქი." პარტია საკუთარ საარჩევნო რეკლამებს პორნოგრაფიულ ვებ-გვერდებზე აქვეყნებს.

Facebook-ის მონაცემებით სოციალურ მედიაში პოპულარობით "პარტია" გერმანიის ფედერალურ არჩევნებში მონაწილე ყველა სხვა პარტიას უსწრებს. აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში ძირითადად რადიკალური იდეოლოგიის მქონე პარტიები ლიდერობენ. მაგალითად რადიკალურად მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის" უსწრებს კანცლერ ანგელა მერკელის "ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს" რომელიც ბოლო სოციალურ გამოკითხვებში კვლავ ლიდერობს.

მიუხედავად სოციალურ მედიაში მოპოვებული პოპულარობისა "პარტია" სავარაუდოდ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. კვლევები აჩვენებს, რომ გერმანიაში ტრადიციული მედია კვლავ დიდი ნდობით სარგებლობს და ახალგაზრდების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყენებს სოციალურ მედიას, როგორც ინფორმაციის ერთადერთ წყაროს. მაშინ, როდესაც პარტიის კრიტიკოსები მათ "ელიტისტებს, ბურჟუებს და ამორალურებს" უწოდებენ, მათ მომხრეებს მიაჩნიათ, რომ სხვა პარტიებს სოციალურ მედიაში "პარტიის" კამპანიისაგან ბევრის სწავლა შეუძლიათ.

კომენტარები