კობახიძე: 2024 წელს, პროპორციული საარჩევნო სისტემა ბონუსის გარეშე ამოქმედდება

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 2024 წელს, პროპორციული სისტემა ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი, ერთჯერადად, ბლოკებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსულტაციების საფუძველზე, მმართველი გუნდი ორ საკითხზე შეთანხმდა: 

  • ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;
  • მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით უახლოეს მომავალში წარედგინება და მას პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე მიიღებენ.

კომენტარები