22 სექტემბერს, თბილისის ექვს რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ხვალ, 22 სექტემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფხოვის, ასათიანის, ჭანტურიას, პუშკინის და გუდიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, გელათის, არარატის, დუშეთის, არმაზის, ალაზნის და კლარჯეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, ზნაკვის და ბუგეულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები