თრუსოს ხეობაში დაკარგული ქართველი ტურისტები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ დაკარგული ტურისტები ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ყელიწადის ტბაზე იმყოფებოდა. მათ გზა აერიათ და თრუსოს ხეობიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. რთულად მისადგომი ადგილის გამო, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი იყო ჩართული.