iPhone 8

საქართველოში პირველი iPhone 8 5555 ლარად გაიყიდა

Hollis Johnson

პირველი iPhone 8 iPhone+-ის მაღაზიაში 5555 ლარად ირანის მოქალაქემ შეიძინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელმა წინასწარ გადაიხადა აღნიშული თანხა. ქვეყანაში პირველ iPhone 8-ს კი, მას 24 სექტემბერს გადასცემენ.

“მომხმარებელი ყიდვისას ამბობდა, რომ ის იქნება როგორც საქართველოში ასევე, ირანში პირველი, ვისაც iPhone 8 ექნება”, - აცხადებენ iPhone+ში.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, 24 სექტემბრიდან iPhone 8-ის ფასი 2539 ლარი ეღირება, ხოლო iPhone X-ის გაყიდვები 3 ნოემრიდან დაიწყება. საქართველოში პირველი iPhone X-ის ღირებულება 9999 ლარი იქნება. პირველი მოდელის გაყიდვის შემდეგ მისი ფასი დაახლოებით 3 ათასი ლარის ფარგლებში იქნება.

კომენტარები