ბრიტანელი სტილისტი ჯოშუა კუმბე უსახლკარო ადამიანებს თმის ვარცხნილობებს უფასოდ უკეთებს. კამპანიას #DoSomethingForNothing (გააკეთე რაიმე არაფრისთვის) ქვია და ის 2015 წელს თავად კუმბეს დაარსებულია.
კამპანიამ ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია, როგორც სტილისტმა ახხნა ამის მიზეზი ის არის რომ "ეს ყველაფერი ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს".
კუმბეს კამპანიაში შეურთდა ვეტერინარი ჯეიდ სტატი, რომელიც ქუჩაში მცხოვრებ დაავადებულ ძაღლებს პირველად დახმარებას უწევს.
"არ მინდოდა რომ მხოლოდ მე ვყოფილიყავი და ხალხისთვის თმა შემეჭრა. მსურდა, რომ სხვა ხალხიც ჩამერთო და ამისთვის მოვიფიქრე კამპანია. მინდა რომ ეს ადამიანებისთვის შთაგონების წყარო გახდეს."- ამბობს ჯოშუა კუმბე.