არჩევნები 2017

"სარეკრეაციო სივრცეებს გავაოთხმაგებთ" - ელისაშვილმა ეკოლოგიის სტრატეგია წარადგინა

ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბი

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ამომრჩევლებს თავისი გუნდის მიერ შედგენილი ეკოლოგიის სტრატეგია გააცნო. ელისაშვილის პროგრამის მიხედვით:

  • თბილისში ჯანსაღი ხეების მოჭრა აიკრძალება და მკაცრად გაკონტროლდება;
  • მოხდება პარკებისა და სკვერების ინვენტარიზაცია. დადგინდება წითელი ხაზები.
  • არსებული სარეკრეციო სივრცეების რაოდენობა გაოთხმაგდება, ანუ, არსებული 300 ჰექტარი გამწვანება გაიზრდება 1200 ჰექტრამდე.
  • თბილისის ტერიტორიაზე მიმოფანტული ძველი ნაგებობების (ქარხნები, ნანგრევები) ტერიტორიის ნახევარი (900 ჰექტარი) კეთილმოეწყობა, როგორც სარეკრეაციო ზონა.
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მდინარე მტკვარი სრულყოფილად გაიწმინდება.
  • მოხდება მწირე მდინარეების კალაპოტების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ჰაერის ცირკულაციას და გაწმენდას.
  • განხორციელდება მშენებლობების კონტროლი ჰაერის დაბინძურების კუთხით, ამავე პროექტით, გამკაცრდება სამშენებლო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლი ჰაერის დაბინძურების კუთხით.
  • მოხდება დენდროლოგიური გეგმის შედგენა უახლესი 20 წლის განმავლობაში ურბანული ხეების სახეობის განსაზღვრით.
  • ადგილობრივ სანერგე მეურნეობებს შეეწყობა ხელი.

ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები