ზაჰესის ხიდი

ხიდი, რომელიც ზაჰესში 5 თვის წინ გაიხსნა, ჩაინგრა

სტუდია მონიტორი

ხიდი რომელიც ზაჰესში 5 თვის წინ გაიხსნა ჩაინგრა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას მერიაში დაუდასტურეს. საუბარია, მდინარე მტკვარზე გამავალ ზაჰესის დასახალების დამაკავშირებელ ხიდზე, რომელიც 2017 წლის მარტში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.

თბილისის მერიამ ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით განცხადებაც გააავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

„მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, დღესვე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ი აღადგენს გზის დაზიანებულ ნაწილსაც.“ - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე კი ზაფხულში, ხიდის გახსნიდან ორ თვეში ხიდთან მისასვლელი გზა ჩაინგრა.

თბილისის მერიას აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია 3 999 999 ლარი დაუჯდა

კომენტარები