ნიკ ქეივი

40 წელზე მეტი მუსიკაში - 22 სექტემბერს ნიკ ქეივის დაბადების დღეა

theguardian.com

"მოხარული ვარ რომ ჩემი სამუშაო შთააგონებს მწერლებსა და მხატვრებს. ეს ყველაზე ლამაზი კომპლიმენტია, უდიდესი ჯილდო. ხელოვნება ყოველთვის უნდა იყოს ორმხრივი"

დღეს ავსტრალიელი მომღერალი ნიკ ქეივი 60 წლის გახდა.

ქეივმა მუსიკის შექმნა 1970 იანებში, მელბურნში დაიწყო. მის ჯგუფს Boys Next Door ერქვა, მოგვიანებით ჯგუფმა სახელი შეიცვალა და the Birthday party დაირქვა. მას შემდეგ რაც ისინი მელბურნიდან ლონდონში გადავიდნენ, ჯგუფს ახასიათებდნენ, როგორც ყველაზე მრისხანეს მსოფლიოში.



1983 წელს The Birthday Party-ს დაშლის შემდეგ, ქეივმა ჩამოაყალიბა Nick Cave and Bad Seeds, რომელსაც უკვე 16 ალბომი აქვს გამოშვებული და თითოეული მათგანი ძალიან წარმატებულია. კრიტიკოსებმა Nick Cave and Bad Seeds, შეაფასეს როგორც ნიკ ქეივის მიერ გაგრძელება ეძებოს თავისი ობსესიები - რელიგია, სიკვდილი, სიყვარული, ძალადობა- ბლუზის, როკის და პოსტ-პანკის ელემენტებით. ქეივმა 2006 ში ასევე ჩამოაყლიბა ჯგუფი The Grinderman, რომელმაც მხოლოდ 2011 წლამდე გასტანა.

ნიკ ქეივს სიმღერებთან ერთად, რამდენიმე წიგნი და სცენარი აქვს დაწერილი.

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემს დასთან ერთად მეძინა ოთახში. ძილის წინ ჩემი და ყოველთვის მთხოვდა მომეყოლა ისტორიები და მეც ყოველ დღე ვაკეთებდი ამას. საბოლოოდ, გამოვიმუშავე უნარი დამეწერა სცენარები, ვხვდებოდი რომ შემეძლო შემექმნა დიდი ისტორიები"- ამბობს ქეივი. 

მიუხედავად ქეივის წარმატებული და ვარსკვლავური ცხოვრებისა, მისი პრობლემები დრო და დრო თავს იჩენდა. ჰეროინზე დამოკიდებულებას დიდი როლი უჭირავს ქეივის პერსონალურ ცხოვრებაში. პირველი რეაბილიტაციის შემდეგ მომღერალმა სიმღერების შექმნა 7 თვით შეწყვიტა, შემდეგ იგი ისევ დაუბრუნდა ჰეროინის მოხმარებას, მალევე მას მეორე რეაბილიტაცია დასჭირდა, რის შემდეგაც მისი თქმით, იგი არასდროს აღარ დაბრუნებია ჰეროინს.

მომღერალს შემოქმედებითი პაუზის აღება კიდევ ერთხელ მოუწია. 2015 წლის ივლისში, ნიკ ქეივის 15 წლის შვილი, არტური, კლდიდან გადმოვარდა. კლდე ბრაიტონთან ახლოს მდებარეობს, სამხრეთ ინგლისში, იქ, სადაც 2002 წლიდან ცხოვრობდა ქეივი, თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად. 

"ცნობადი პიროვნებიდან უცნობ ადამიანად იქცევი. როდესაც იხედები სარკეში, შენში შეგიძლია ამოიცნო ვინ იყავი, მაგრამ იცი რომ კანის შიგნით საერთოდ სხვა ადამიანია.", საუბრობს მომღერალი შვილის გარდაცვალების შემდეგ, "ვგრძნობ რომ არის რაღაცები რისი თქმაც მინდა არტურის შესახებ, მაგრამ მეშინია."

შვილის სიკვდილის შემდეგ ნიკ ქეივის თქმით ის მიხვდა, რომ მუშაობა აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა. მას დიდ ხნიანი საუბრები ჰქონდა ვარენ ელისთან, რომელთან ერთადაც ქეივს ბევრი კოლაბორაციული ნამუშევარი აქვს. ამის შემდეგ ქეივი 2016 წლის სექტემბერში ალბომს "Skeleton Tee"-ს უშვებს და ავსტრალიაში ტურში მიდის.

"მე ვუთხარი ვარენს არტურის დაღუპვიდან ერთი კვირის შემდეგ: ყველაფერი გრძელდება, შენ ეს იცი. ჩვენ ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით. ვარენი პასუხისმგებლობაზე საუბრობდა, მაგრამ მე ვგრძნობდი რომ მუშაობის გაგრძელება არ იყო სიმამაცით ან პასუხისმგებლობით განპირობებული, უბრალოდ არ ვიცოდი სხვა რა მეკეთებინა. ვფიქრობ, რომ დარწმუნებული ვიყავი თუ დავწვებოდი, ვერასდროს ვეღარ ავდგებოდი.", იხსნებს ნიკ ქეივი GQ-ისთან.

ნიკ ქეივმა თავისი მეექვსე ალბომის "Skeleton Tee"-ს შექმნა არტურის სიკვდილმდე დაიწყო, მაგრამ ალბომში მაინც მოხვდა ტრაგიკული მოვლენით განპირობებული რამდენიმე სიმღერა.

"არტურის სიკვდილის შემდეგ რამდენიმე სიმღერა დავწერე, მაგრამ ვგრძნობდი რომ ეს იყო იმის ღალატი რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით, ან უარესი, ეს იყო თვითონ არტურის ღალატი. რაღაც მომენტში შევწყვიტე სიმღერების წერა, რადგან ემოციურმა მდგომარეობამ პიკს მიაღწია, შევწყვიტე და უკვე დაწერილი სიმღერები დასანგრევად, გასანადგურებლად გავწირე."-ამბობს ნიკ ქეივი.

2 დღეში, 24 სექტემბერს ნიკ ქეივი ტურს იწყებს. პირველი კონცერტი ბორნმუთში, დიდ ბრიტანეტში გაიმართება. ტური 20 ოქტომბერს, კოპენჰაგენში დასრულდება.

კომენტარები