ტყის ხანძრები

წაღვერში რამდენიმე კვირის წინ სტიქიას გადარჩენილ ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

IPN

წაღვერის ტყეში ხანძარია. ხანძარი არჯევანიძეების ტყის გაგრძელებაზე, არანახანძრალ ადგილზეა. ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მეხია. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უკვე მუშაობენ. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ამ დროისთვის არ აქვს ინფორმაცია, როდის ჩაერთვება სამუშაოებში ვერტმფრენი. 

კომენტარები