მოდა

სუპერმოდელების დაბრუნება პოდიუმზე, ვერსაჩეს შოუს დახურვა

Vogue.com

დღეს დონატელა ვერსაჩემ, ვერსაჩეს საგაზაფხულო კოლექცია წარადგინა. ის მოდის სახლის დამფუძნებელს- ჯიანი ვერსაჩეს მიეძღვნა. მისი მკვლელობიდან 20 წელი გავიდა.

ვერსაჩეს 2018 წლის საგაზაფხულო კოლექციის შოუ ეპიკურად დასრულდა- სცენაზე 1990-იანების სუპერმოდელები გამოჩნდნენ, რომლებიც აქტიურად მოდაში აღარ არიან.

ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ელენა კრისტენსენი და კარლა ბრუნი, ჯორჯ მაიკლის სიმღერა Freedom-ის ფონზე შოუს დასასრულს ერთად გამოვიდნენ.

მოდის მოყვარულებს აუცილებლად გაახსენდებათ მომენტი 1990-იანებიდან, როდესაც სუპერმოდელები ლინდა ევანგელისტა, კრისტი ტორლინგტონი, სინდი კროუფორდი და ნაომი კემპბელი ვერსაჩეს შოუს ბოლოს ერთად გამოვიდნენ, ასევე სიმღერა Freedom-ის ფონზე. მაშინ მოდის სახლის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ ჯიანი ვერსაჩე იყო.

 

კომენტარები