სტალინის მუზეუმი

სტალინის და მაო ძედუნის მუზეუმებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

shidakartli.gov.ge

გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმსა და ჩინეთის მაო ძედუნის მემორიალურ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტი "სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით მუზეუმების თანამშრომლობას ითვალისწინებს".

დოკუმენტს ხელი სტალინის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ლიანა ოქროპირიძემ და ჰუნანის პროვინციის ღირსშესანიშნავი ადგილების დირექტორმა ქსიამინგ იანმა მოაწერეს.

"მაო ძედუნის მუზეუმის დირექტორმა ქსიამ ინგიმ ხაზი გაუსვა მემორანდუმის მნიშვნელობას და მასპინძლებს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის" - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

კომენტარები