დონალდ ტრამპი

Golden State Warriors თეთრ სახლში აღარ ჩავა, პრეზიდენტმა ტრამპმა მიწვევა გააუქმა

Donald Trump watches the match between Djokovic and Federer during the U.S. Open tennis tournament in New York
Eduardo Munoz / REUTERS

2016-2017 წლის NBA-ს გამარჯვებული გუნდი Golden State Warriors თეთრ სახლში აღარ მივა, მათი მიწვევა პრეზიდენტმა ტრამპმა გააუქმა.

გამარჯვებული გუნდი თეთრ სახლს ტრადიციულად 29 სექტემბერს უნდა წვეოდა, თუმცა გუნდსა და პრეზიდენტს შორის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვორიორსის კალათბურთელმა სტივენ კარიმ განაცხადა, რომ ის საკუთარი გუნდის თეთრ სახლში წასვლის წინააღმდეგია.

"აქ საქმე მხოლოდ ჩემს თეთრ სახლში წასვლას არ ეხება, მხოლოდ ამაზე რომ იყოს საუბარი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იქნებოდა."- განაცხადა კარიმ.

კალათბურთელის ამ განცხადებას დონალდ ტრამპმა ტვიტერზე პოსტით უპასახა. მისი თქმით, თეთრ სახლში მისვლა ძალიან დიდი პატივია გამარჯვებული გუნდისთვის, სტივენ კარი გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებს ამიტომ მიწვევა გაუქმებულია.

ტრამპის პოსტის შემდეგ Golden State Warriors-მა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდისთვის პრეზიდენტი ტრამპის ქმედებებიდან ცხადია გახდა, რომ ისინი თეთრ სახლში მიწვეულები აღარ არიან, მათ ასევე იმედგაცრუება გამოხატეს რომ ღია დაილოგისა და მათი ხედვების წარმოჩენის საშუალება არ მიეცათ.

სტივენ კარისა და დონალდ ტრამპს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს გამოეხმარა ლებრონ ჯეიმსი. მან ტრამპს მიმართა.

"სტივენ კარიმ უკვე თქვა რომ ის არ მოდიოდა, ასე რომ არანაირი დაპატიჟება არ ყოფილა. თეთრ სახლში წასვლა ძალიან დიდი პატივი იყო, სანამ შენ გამოჩნდებოდი."- წერს ლებრონ ჯეიმსი.

 

კომენტარები