მოსახლეობა

წრე, რომელშიც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს

BCMM

ამ წრეში ცხოვრობს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე მის გარეთ. წრის შიგნით მოქცეულია მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნები, ჩინეთი და ინდოეთი, ასევე მოსახლეობით მეოთხე უდიდესი ქვეყანა ინდონეზია, მეექვსე პაკისტანი მეშვიდე ბანგლადეში და მეათე იაპონია.

გაეროს შეფასებით, 2017 წლისთვის მსოფლიოში 7.55 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. კონტინენტების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობა ასე გამოიყურება:

  • მსოფლიო - 7.55 მილიარდი მაცხოვრებელი
  • აფრიკა - 1.25 მილიარდი მაცხოვრებელი
  • აზია - 4.5 მილიარდი მაცხოვრებელი
  • სამხრეთ ამერიკა და კარიბის რეგიონი - 646 მილიონი მაცხოვრებელი
  • ჩრდილოეთ ამერიკა - 346 მილიონი მაცხოვრებელი
  • ავსტრალია და ოკეანეა - 41 მილიონი მაცხოვრებელი

1914 წელს მსოფლიოს მოსახლეობა 1.6 მილიარდი იყო, 1950 წელს კი ის 2.5 მილიარდს შეადგენდა. 1991 წელს მსოფლიოს მოსახლეობამ პირველად 6 მილიარდს მიაღწია.

გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 8.55 მილიარდს მიაღწევს, 2050 წელს ის 9.7 მილიარდს გადააჭარბებს, 2100 წლისთვის კი დედამიწაზე 11.18 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს.

კომენტარები