2016 წლის განმავლობაში საქართველოში 50 771 ადამიანი, 26 098 კაცი და 24 673 ქალი გარდაიცვალა. შარშან გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებზე მხოლოდ 5 798-ით ნაკლები იყო.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვალების უმთავრესი მიზეზი გულსისხლძარღვთა დაავადებებია, მეორე ადგილზე კი, სხვადასხვა სახის სიმსივნეები.
გარდაცვალების წამყვანი მიზეზები საქართველოში, 2016 წლის მონაცემების მიხედვით:
- სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 17 973 ადამიანი
- სიმსივნეები - 6 819 ადამიანი
- სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 2 480 ადამიანი
- ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 627
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1 571 ადამიანი
- ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 763 ადამიანი
- შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 616 ადამიანი
- ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 554 ადამიანი
- ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 474 ადამიანი
- სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები - 354 ადამიანი
- პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 363 ადამიანი
- ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 100 ადამიანი
- თანდაყოლილი ანომალიები - 95 ადამიანი
- კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 58 ადამიანი
- ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 52 ადამიანი
- ორსულობა, მშობიარობა - 14 ადამიანი
- თვალის ავადმყოფობები - 12 ადამიანი
- ყურის დაავადებები - 5 ადამიანი
- სხვა დაავადებები, რომლებიც ამ სიაში არ არიან - 16 841 ადამიანი.