საქართველო-ლიტვა

საჩუქარი ქართველ ხალხს - ლიტვა ქვეყანას გრუზიას ნაცვლად, საქართველოდ მოიხსენიებს

Study in Lithuania

ლიტვამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან საქართველოს მოიხსენიებს არა გრუზიად, არამედ საქართველოდ, ქართველ ხალხს კი - საქართველიანებად. ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვური მედია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის საჩუქრის გაკეთების ინიციატივით ლიტვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანცკეტისი გამოვიდა. 

"ქართველებს არ უყვართ სიტყვა გრუზია. მათ მოსწონთ, როცა საქართველოს ამბობენ,"- თქვვა პრანცკეტისმა. 

მისივე თქმით, ეს თბილისში ვიზიტისას ადგილობრივმა ქართველებმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უთხრეს, ასევე საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ. 

"ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება ქართველებისთვის,"- ხაზი გაუსვა ელჩმა. 

პრანცკეტისის იდეას უკვე ბევრმა დაუჭირა მხარი სეიმში. საჩუქარი 2018 წლიდან შევა ძალაში. 

კომენტარები