განათლება

სტიპენდიები ესტონეთის წამყვან უნივერსიტეტებში

facebook.com/TallinnTech

ესტონეთის სამი წამყვანი უნივერსიტეტი - ტალინის უნივერსიტეტი, ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ტარტუს უნივერსიტეტი ინფორმაციულ შეხვედრას გამართავს, მათთვის ვისაც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება სურს. 

შეხვედრაზე საუბარი ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამების შესახებ იქნება.

11:30-12:00 - გაიმართება რეგისტრაცია

12:00-13:00 - პრეზენტაცია და ინფორმაციის მიწოდება ტალინის უნივერსიტეტში, ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და ტარტუს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისა და სტიპენდიების შესახებ.

13:00-14:00 - კითხვების დასმის შესაძლებლობა

შეხვედრაზე დასწრების მსურველები 14 ოქტომბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ.

ინფორმაციული შეხვედრა 14 ოქტომბერს, ფაბრიკის საკონფერენციო ოთახში გაიმართება. ფაბრიკა ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში მდებარეობს.

კომენტარები