პორნო ინდუსტრია

ბრიტანელი ქალი, რომელმაც იურისტის დიპლომზე უარი თქვა და პორნო ვარსკვლავი გახდა

Instagram/ Ella Hughes

იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებისას, სტუდენტების უმეტესობა ოცნებებში ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მათი პროფესია ძალიან მაღალშემოსავლიანია, თუმცა პროცესში ისინი რეალობას ეჩეხებიან. ელიტური უნივერსიტეტის დიპლომითაც კი, სტაბილური და მაღალი შემოვალი არავის აქვს გარანტირებული. 

ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ, ადამიანები სხვადასხვა კლასიკური პროფესიით კარიერის კურსს ცვლიან და კამერების წინ დგომას ამჯობინებენ. 

და სანამ თქვენ ამ სტატიას მხოლოდ იმის გამო კითხულობთ, რომ სათაურში "პორნო ვარსკვლავი ეწერია", ამ ქალის ისტორია სინამდვილეში ძალიან ბევრს ამბობს იურიდიულ პროფესიის მომავალზე.

ელა ჰიუმ ინგლისის ერთერთ უნივერსიტეტში მთელი ერთი წელი ისწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე, პარარელურად კი პორნოინდუსტრიაში იწყობდა კარიერას. 

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადვოკატი ვიქნებოდი, მაგრამ როდესაც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას ჩემს პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, რაღაცები შეიცვალა. ძალიან ბევრს ვშრომობდი ლექციებზე, რომლებიც ყოველდღიურად დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე გრძელდებოდა და ვერ ვპოულობდი საშუალებას, როგორ მეშოვნა ამის პარალელურად ფული. ფული დიდად არ მჭირდებოდა, სტუდენტური სესხი მქონდა, მაგრამ მეზიზღება, როდესაც სხვა ადამიანებზე ვარ დამოკიდებული და ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ფული მქონოდა,"- ყვება ჰიუ. 

ეტაპობრივად ჰიუმ გააცნობიერა, რომ მისი ახალი კარიერით უფრო მეტ შემოსავალს შოულობდა. მისი თქმით, ის თითო გადაღებაში £500-დან £1 000-მდე გამოიმუშავებს. გამომდინარე იქიდან, რომ მისივე თქმით, თითო გადაღება დაახლოებით 20 წუთს გრძელდება, საათში მას $2000-$4000-ის გამომუშავება შეუძლია. 

თუმცა, ცხადია, ამ ყველაფერსაც აქვს უარყოფითი მხარეები. ჰიუს უწევს გაუმკლავდეს დამცირებებს, ცუდად მოპყრობას, თვალთვალს. მაგრამ, საბოლოოდ, ჰიუ ამბობს, რომ არ ნანობს:

"ასეთ შემთხვევაშიც კი, ვერ წარმომიდგენია, რომ იურიდიულ ფაკულტეტს დავუბრუნდე. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, ადვოკატი რომ გავმხდარიყავი. ამის ნაცვლად, მე სამყაროს გარშემო ვიმოგზაურე და უამრავ უნიკალურ ადამიანს შევხვდი, რომლებსაც ამ ინდუსტრიის გარეშე ვერასდროს გავიცნობდი".

დაათვალიერეთ ელა ჰიუს Instagram-ი.

კომენტარები