ონლაინ ცენზურა

ჩინეთმა WhatsApp-ი დაბლოკა

BBC

ჩინეთმა პოპულარული მესენჯერი WhatsApp-ი დაბლოკა. ჩინეთის მთავრობამ გადაწყვეტილება კომუნისტური პარტიის კონგრესის უსაფრთხოების გამო მიიღო, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

WhatsApp-ის დაბლოკვა ჩინეთის ხელისუფლებამ ივლისიდან დაიწყო, თავდაპირველად, ვიდეო ჩატი დაბლოკეს, შემდეგ - ფოტოებისა და ფაილების გაგზავნის ფუნქცია, ახლა კი, მესენჯერი მთლიანად დაბლოკეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

WhatsApp-ი  facebook-ის ერთადერთი აპლიკაციაა, რომელიც ჩინეთში ნებადართული იყო. ამ დროისთვის, ჩინეთში დაბლოკილია - Facebook, Instagram, Google, Twitter, Youtube და სხვა.

კომენტარები