2018 წელს მარტინ სკორსეზეს ფილმი The Irishman გამოვა, სადაც რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო კვლავ ერთად ითამაშებენ. ფილმი სავარაუდოდ მაფიასა და განსგტერებს შეეხება.
The Irishman-ის გადაღებები დაწყებულია, გადასაღები მოედნიდან უკვე გავრცელდა რამდენიმე ფოტო. ასევე, ცნობილია რომ ალ პაჩინო რამდენიმე დღის წინ შეურთდა შემოქმედებით ჯგუფს.