ინტერნეტი

რუსეთმა შესაძლოა, Facebook აკრძალოს

newsweek.com

რუსეთის სახელმწიფო ინტერნეტცენზორმა Roskomnadzor-მა 2018 წლიდან შესაძლოა ქვეყანაში Facebook დაბლოკოს. Facebook უკვე წლებია უარს ამბობს შეასრულოს რუსეთის "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონის მოთხოვნები, რისი შესრულების შემთხვევაშიც მთავრობა მილიონობით რუსი Facebook მომხმარებლის მონაცემებზე შეუზღუდავ წვდომას მოიპოვებს.

რუსეთმა 2015 წელს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ონლაინ კომპანიებს, რომლებიც მომსახურების გაწევას რუსეთის ტერიტორიაზე ახდენენ და ფლობენ მომხმარებელთა შესახებ პერსონალური სახის ინფორმაციას, დაუდგინდათ ვალდებულება, რომ სერვერები განთავსებული ჰქონდეთ რუსეთის ტერიტორიაზე. აღნიშნულ სერვერებზე რუსეთის მთავრობას შეუზღუდავი დაშვება აქვს.

Facebook სერვერების რუსეთში გადატანაზე უარს ამბობს, რადგანაც ამ შემთხვევაში რუსეთის მთავრობას მის მომხმარებელთა პირად მონაცემებზე გაუჩნდება წვდომა. 

Roskomnadzor-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა ინტერფაქსთან განაცხადა, რომ თუ Facebook 2018 წელს საკუთარ სერვერებს რუსეთში არ გადაიტანს ის linkedin-ის ბედს გაიზიარებს და დაიბლოკება.

რუსეთში ინტრენეტ თავისუფლება თითქმის არ არსებობს. Roskomnadzor-ს ათობით საიტი დაბლოკილი აქვს, ФСБ კი ქვეყანაში ინტერნეტტრაფიკს აკონტროლებს.

კომენტარები