საქართველოს პარლამენტი

რიგგარეშე სხდომა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც დატოვა

parliament.ge

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღონ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც დატოვა. სიტყვით ნიკა მელია გამოდიოდა, როდესაც მას ვიცესპიკერ თამარ ჩუგოშვილის მოთხოვნით მიკროფონი გაუთიშეს.

"ეს დღე ძვირად დაგიჯდებათ, რადგან როგორც ჩანს, გგონიათ, რომ როგორც ამ დარბაზში ხართ უმრავლესობაში, ასევე ხართ დარბაზს გარეთაც, რაშიც ცდებით...  ამ კონსტიტუციის მიღებაში თქვენ არც ერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი არ გყავთ მოკავშირედ. თქვენ აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას" - თქვა ნიკა მელიამ, რის შემდეგაც, მიკროფონი გამოურთეს.

ამის შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზის დატოვება დაიწყეს.

დღევანდელი სხდომა ასევე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობამ.

კომენტარები