Narcos

პაბლო ესკობარის ძმა ნეტფლიქსისგან $1 მილიარდს ითხოვს

Netflix

პაბლო ეკსკობარის ძმა, რობერტ დე ხესუს ესკობარ გავირია ნეტფლიქსისგან 1 მილიარდ ამერიკულ დოლარს ითხოვს. მისი თქმით, ისინი მისი ძმის სახელსა და ისტორიას ნებართვის გარეშე იყენებენ.

გავირია პაბლო ესკობარის მარჯვენა ხელი იყო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.

"ნეტფლიქსი შეშინებულია, მათ მუქარის ძალიან დიდი წერილი გამოგვიგზავნეს. ამჟამად მათთან მოლაპარაკებები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ 1 მილიარდი მივიღოთ. თუ ფულს ვერ მივიღებთ, მათ პატარა შოუს დავხურავთ. მათ ძალიან კარგი ტელეფონები და საგნები აქვთ, მაგრამ ცხოვრება არ იციან და ვერასდროს გადარჩებიან კოლუმბიაში. მე ეს შევძელი. მშობლებს ისინი საშვილოსნოში უნდა დაეტოვებინათ, აი ამას ვეუბნებით მსგავს ხალხს კოლუმბიაში."- განაცხადა პაბლო ესკობარის ძმამ.

კომენტარები