საუდის არაბეთი

საუდის არაბეთმა ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცა

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საუდის არაბეთი დაასრულებს შეზღუდვას, რომელიც ქალებს მართვის მოწმობის აღების უფლებას არ აძლევს.

ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა ასრულებს შეზღუდვას რის გამოც მას უკვე მრავალი ათწლეულია ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები აკრიტიკებენ.

მართვის მოწმობების გაცემაზე არსებული შეზღუდბვა 2018 წლის ივნისში მოიხსნება. 

საუდის არაბეთში აბსოლუტური მონარქიაა, ქვეყანაში შარიათის სამართალი მოქმედებს. 

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ გარდაქმნას გეგმავს. სავარაუდოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებაც ქვეყნის საზოგადოების რეფორმირებისკენ და კანონმდებლობის შერბილებისკენაა მიმართული.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები