კრიმინალი

თელავში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

გვიან ღამით, თელავში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მისი ცხედარი სოფლის სასაფლაოზე იპოვეს. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გურამ ბახურაულის ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.

კომენტარები