არჩევნები 2017

რა ჯდება ოცნების კონცერტები - სოფო ბედიას, ანრი ჯოხაძის და სხვების ჰონორარები

0 კომენტარი
ფოტო: cebook.com/sopo.bedia.96

ადგილობრივი თვითმმარელობის არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტ თანხას ქართული ოცნება ხარჯავს. ოცნებამ მხოლოდ 22 აგვისტო 11 სექტემბრის მონაკვეთში 3 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო და 1.8 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. 

ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პარტიას საარჩევნო კანდიდატების წარდგენის მუსიკალური გაფორმებისთვის შვიდი მომღერალი ჰყავს დაქირავებული.

10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მომღერლების ჰონორარები ასე გამოიყურება:

  • სოფო ბედია - 3 125 ლარი
  • ანრი ჯოხაძე - 3 125 ლარი
  • სოფო ხალვაში - 3 125 ლარი
  • ნოდიკო ტატიშვილი - 3 125 ლარი
  • ნუცა ბუზალაძე - 3 125 ლარი
  • სალომე ბაკურაძე - 3 125 ლარი
  • რუსუდან მორჩილაძე - 3 125 ლარი
  • თორნიკე გოგრიჭიანი - 3 125 ლარი (ღონისძიების წაყვანა)

ოცნებაზე მთლიანი პოლიტიკური შემოწირულობების 95% მოდის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ზაფხულის განმავლობაში ქართული ოცნება 7.3 მილიონი ლარით გამდიდრდა. 

ოცნებაზე ყველა პოლიტიკური პარტიის შემოწირულობების 95%-ზე მეტი მოდის.

შემოწირულებების სრული მაჩვენებლები 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ასე გამოიყურება (წარმოდგენილია 5 პარტია)

  • ქართული ოცნება - 7 343 993 ლარი
  • ევროპული საქართველო - 323 675 ლარი
  • პატრიოტთა ალიანსი - 15 600 ლარი
  • გირჩი - 15 300 ლარი
  • ედპ - 12 204 ლარი

ქართული ოცნების შემომწირველები არიან როგორც კერძო კომპანიები ასევე ფიზიკური პირები. საინტერესოა, რომ აგვისტოში ოცნებას შეწირეს იმ კომპანიებმაც, რომლებიც უკვე წლებია ტენდერებს იგებენ. მაგალითად დეპუტატ კახა ოქრიაშვილის კომპანიებმა GMP/PSP-მა ოცნებას 120 000 ლარი გადაურიცხეს. PSP-ს ბოლო წლების განმავლობაში 40 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული, PSP დაზღვევას კი დაახლოებით 60 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული.

ოცნებას 20 000 ლარი ჩაურიცხა კომპანია სამშენებლო კომპანია შარამ, აღნიშნულ კომპანიას ტენდერებში ბოლო წლების განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები