undefined

დონალდ ტრამპი: კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფა უგუნურება იქნება

AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ კატალონიაში დაგეგმილი რეფერენდუმის წინააღმდეგია. მისი შეფასებით, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფა უგუნურება იქნება.

ესპანეთის პრემიერმინისტრის, მარიანო რახოის ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა: „ჩემი აზრით, ესპანეთი შესანიშნავი ქვეყანაა და ის ერთიანი უნდა დარჩეს.“

„ჩემი აზრით, კატალონიელი ხალხი დიდი ხანია, ამაზე ლაპარაკობს. მე ერთიანი ესპანეთის მომხრე ვარ.“ - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ თუ ხმის მიცემა სწორად წარიმართება, აღმოაჩენენ, რომ კატალონიელებს უყვართ თავიანთი ქვეყანა, „მათ უყვართ ესპანეთი.“

დონალდ ტრამპის ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისაგან განსხვავდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჯერ კიდევ ორშაბათამდე აცხადებდნენ, რომ რეფერენდუმი ესპანეთის საშინაო საქმეა და ისინი საშუალებას მისცემენ ესპანეთის მთავრობას და მის ხალხს, თავად გადაწყვიტონ საკითხი. შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება მეორე რეფერენდუმს, რომელიც ორშაბათს ჩრდილოეთ ერაყში ჩატარდა.

რეფერენდუმი კატალონიაში პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი. ესპანეთის მთავრობა მას არაკონსტიტუციურად ცნობს და ბოლო კვირების განმავლობაში გამკაცრებული უსაფრთხოების ზომებით და რეიდებით ცდილობს ხელი შეუშალოს მის ჩატარებას. რეფერენდუმის მომხრეები ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ივლისის გამოკითხვების მიხედვით, დამოუკიდებლობას კატალონიელების 41,1% უჭერს, ხოლო 49,4% წინააღმდეგია.

2014 წლის ნოემბერში ჩატარებულ მსგავს რეფერენდუმში 80%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 37%-მა მიიღო, რაც იწვევს ეჭვის საფუძველს, რომ დამოუკიდებლობის მოწინააღდეგეებმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს.

კომენტარები