საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო ბონუსისა და ბლოკების ნაწილში გამოიყენოს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

მმართველი გუნდი პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტოს უფლება კონსტიტუციური კანონის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენოს, რომელიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხდა. მისივე თქმით, ვეტოს დადება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ხოლო პარლამენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს.

„ჩვენი შეთავაზებაა, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, მისი გადასაწყვეტია, რა უფლებას გამოიყენებს ის, დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველგვარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის ეს შეთავაზება მარგველაშვილის ადმინისტრაციისთვის მიუღებელია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ამბობს, რომ დოკუმენტმა, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, საათებსაც ვერ გაუძლო. მისი თქმით, ის, რომ კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე საათში ქართული ოცნება პრეზიდენტს სთხოვს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი შეცვალოს, "არასერიოზული და წარმოუდგენელია"

"საქმე გვაქვს საკმაოდ არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში იცვლება. ეს არის კონსტიტუცია და არა ვინმეს ანგარიში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი ვფიქრობთ, რომ ამ ჩიხური ვითარებიდან ერთად გამოვიდეთ. დავიწყებთ შესაბამის ქმედებებს. ბუნებრივია, გავაგრძელებთ და დავიწყებთ კონსულტაციებს, მათ შორის ქართულ ოცნებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები