ფრენა

ეტიჰადის ავიახაზების პილოტი ფრენის დროს გარდაიცვალა

Landor.com

Etihad-ის ავიახაზების პილოტი თვითმფრინავის ბორტზე გარდაიცვალა. თვითმფრინავი აბუ-დაბიდან ამსტერდამის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ, რადგან თვითმფრინავს რეგულარული რეისით ტვირთი გადაჰქონდა.

Gulfnews-ის ცნობით, მფრინავის უგონო მდგომარეობაში ჩავარდნის გამო ბორტზე საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდა და თვითმფრინავი ქუვეითის აეროპორტში დაეშვა.

ქუვეითში რეისს სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა, მაგრამ პილოტი უკვე გარდაცვლილი იყო. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

Thenational-ის ინფორმაციით, ავიაკომპანია პილოტის სახელს, ასაკსა და ეროვნებას არ ასახელებს.

კომენტარები