სდსს

პრემიერის განკარგულებით, სდსს 2017 წელს გამოშვებულ 20 ავტომობილს 829 000 ლარად ყიდულობს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

გიორგი კვირიკაშვილმა 13 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს (სდსს) 20 ავტომობილის შესყიდვის ნებართვა მიეცა. 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, სდსს შეიძენს მხოლოდ და მხოლოდ 2017 წელს გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთა საერთო ღირებულებაც 829 110 ლარი იქნება. ეს ერთ ავტომობილზე საშუალოდ 41 455 ლარს ნიშნავს

სდსს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული გასამხედროებული უწყებაა, რომელიც სპეციალური ობიექტებისა და თანამდებობის პირთა დაცვისთვის მუშაობს. სდსს-ს ეკუთვნის ავტოპარკი, რომლითაც მინისტრთა კაბინეტის წევრები გადაადგილდებიან.

კომენტარები